საფრანგეთში, მე-20 საუკუნის 20-იანი წლების პირველი ქართული ემიგრაციის წარმომადგენელი, საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, სალომე ზურაბიშვილის დედა, ზეინაბ კედია გარდაიცვალა.
ზეინაბ კედია, საქართველოს პირველი ეროვნული მთავრობის უშიშროების სამსახურის უფროსისა და ნოე რამიშვილის თანამებრძოლის, მექი კედიას ქალიშვილი გახლდათ. როცა კედია გასაბჭოების შემდეგ საქართველოდან წავიდა, მისი ცოლი ზეინაბზე იყო ფეხმძიმედ, ისინი სტამბულში 4 წელი ცხოვრობდნენ და ზეინაბიც იქ დაიბადა. მას შემდეგ, რაც შეუძლებელი გახდა საქართველოში დაბრუნება, ოჯახი თურქეთიდან პარიზში გაემგზავრა.
ზეინაბ კედია საქართველოში პირველად ქალიშვილთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთად 1986 წელს საერთაშორისო კონფერენციაზე დასასწრებად ჩამოვიდა. მას შემდეგ იგი კიდევ სტუმრობდა ისტორიულ სამშობლოს. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მას საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა.
"ქართველი ქალები ყოველთვის იყვნენ ყველაზე გამტანნი ...თუ ყოჩაღი! ..." ასე იცხოვრა და ასე წავიდა!... პანაშვიდი კვირას 12 საათზე წმინდა ნინოს პარიზის ქართულ ეკლესიაში," წერს სალომე ზურაბიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.