"დავით ნარმანია შეცდომაში იქნა შეყვანილი" - თბილისის მერია ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
19-02-2016, 23:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერიამ მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სარეზერვო ფონდიდან, მერიის ყოფილი თანამშრომლის, თამარ გერგედავასთვის ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით, საფრანგეთში სწავლის მიზნით, საცხოვრებელი ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებით, შიდაუწყებრივი მოკვლევა დაასრულა.

 

 

მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მოკვლევის შედეგად, კონკრეტული საქმის გარემოებათა შესწავლის საფუძველზე დადგინდა, რომ მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის თანამშრომლის მიერ, რომელიც უშუალოდ იყო პასუხისმგებელი შეესწავლა თამარ გერგედავას განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია, დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობა შესრულებულ იქნა არაჯეროვნად, კერძოდ, თამარ გერგედავასათვის თანხის გამოყოფის თაობაზე შუამდგომლობის წერილი მან თბილისის მერთან გაგზავნა შაბლონური ტექსტით, რომელიც იმ მომენტისათვის, არ შეესაბამებოდა გერგედავების ოჯახში არსებულ მდგომარეობას, უფრო კონკრეტულად, თამარ გერგედავა არ იმყოფებოდა მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში.

 

 

გამომდინარე იქედან, რომ მოქალაქეთათვის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფაზე საკითხის გადაწყვეტისას მერი ეყრდნობა შესაბამისი სამსახურის შუამდგომლობას და არ არის ვალდებული უშუალოდ გადაამოწმოს თითოეული დოკუმენტი, რადგანაც, აღნიშნულზე, სწორედ ის სამსახურია პასუხისმგებელი, რომელიც შუამდგომლობას აყენებს მერთან, დავით ნარმანია შეცდომაში იქნა შეყვანილი.

 

 

შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და ქალაქ თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის აღნიშნული თანამშრომელი დატოვებს დაკავებულ თანამდებობას.

 

 

მერიის უწყებაში დასაქმებული ყველა იმ პირის მიმართ, ვინც საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, გასცემს არასწორ ინფორმაციასა და რეკომენდაციას, ასევე, დაკისრებულ სამუშაოს შეასრულებს არაჯეროვნად, გადაამეტებს სამსახურეობრივ უფლებამოსილებას ან ადგილი ექნება, თუნდაც მცირე გადაცდომას, მიღებულ იქნება უმკაცრესი ზომები," ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი