იტალიელი მწერალი და ფილოსოფოსი უმბერტო ეკო, რომელიც ყველაზე უკეთ მისი რომანით "ვარდის სახელი" იყო ცნობილი, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც მისმა ოჯახმა განაცხადა, იგი პარასკევს მის სახლში გვიან ღამით გარდაიცვალა. სხვა დეტალები ოჯახს არ გაუვრცელებია.
"ვარდის სახელი" 1989 წელს ფილმად გადაიღეს და მასში მონაწილეობა შოტლანდილემა ვარსკვლავმა შონ კონერიმ მიიღო.
ეკო საბავშვო წიგნების და ლიტერატურული კრიტიკის ავტორიცაა. მან ერთხელ დაწერა, რომ "წიგნები ყოველთვის სხვა წიგნებზე საუბრობენ, და ყველა ამბავი ყვება ამბავს, რომელიც უკვე ნათქვამია".
"მე ფილოსოფოსი ვარ", ამბობდა იგი. "მე რომანებს მხოლოდ შაბათ-კვირას ვწერ".
1980-იან წლებში ეკომ სან მარინოს უნივერსიტეტში კომუნიკაციის დეპარტამენტი დაარსა. მოგვიანებით კი იგი ბოლოგნას უნივერსიტეტის ჰუმანიტარული სკოლის ხელმძღვანელი და პროფესორ ემერიტუსი იყო.
ეკო 1932 წელს ჩრდილოეთ იტალიაში, ალესანდრიაში დაიბადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.