სამართალდამცველებმა აქციზური მარკის გარეშე პროდუქციის რეალიზაციის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე გევორქ რამაზიანი და სომხეთის მოქალაქე კარენ სიმონიანი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ბრალდებულებმა საქართველოს ტერიტორიაზე შესაბამისი აქციზური მარკის გარეშე ძვირადღირებული სომხური კონიაკი "არარატის" და სიგარეტების "მარლბოროს" და "პარლამენტის" რეალიზაცია მოახდინეს.
"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული პროდუქციის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა საქართველოს მოქალაქე გევორქ რამაზიანი და სომხეთის მოქალაქე კარენ სიმონიანი. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა საქართველოს ტერიტორიაზე შესაბამისი აქციზური მარკის გარეშე მოახდინეს ძვირადღირებული სომხური კონიაკი "არარატის" და სიგარეტების "მარლბოროს" და "პარლამენტის" რეალიზაცია," ნათქვამია განცხადებაში.
დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მეორე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით გრძელდება, რაც 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.