შსს-მ ადამიანის უფლებების გაუმჯობესების შესახებ პროექტი დაასრულა
20-02-2016, 02:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში პროექტის „საქართველოს შსს-ს შესაძლებლობათა გაუმჯობესება ადამიანის უფლებების სათანადო დაცვის უზრუნველყოფისთვის დროებითი მოთავსების იზოლატორებში ტრენინგებისა და მუშაობის ახალი სტანდარტის დანერგვის გზით“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

 

"პროექტის დახურვის ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. შალვა ხუციშვილი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 


პროექტი 2014-2015 წლებში ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდებოდა. იგი მიზნად ისახავდა შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორებში, მუშაობის ახალი სტანდარტების დანერგვის გზითა და სათანადო პირობების შექმნით, ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესებას.

 


პროექტის ფარგლებში, შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორების ყველა თანამშრომელმა ფსიქოლოგიური, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებთან მოპყრობის თავისებურებებსა და პირველადი დახმარების საკითხებზე ტრენინგები გაიარა. მოწვეული ბრიტანელი ექსპერტის - ჯეიმს მერდოკის რეკომენდაციების საფუძველზე, შემუშავდა დროებითი მოთავსების იზოლატორების სპეციალური სამოქმედო პროცედურები, დაკავებულთათვის უსაფრთხო გარემო და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის ადაპტირებული პირობები შეიქმნა, ჩატარდა ტრენინგები სამართალდამცველებისთვის დისკრიმინაციის დაუშვებლობის თემაზე" - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი