გიგლა ბარამიძემ ცესკოს მხარდამჭერთა სიები წარუდგინა
24-04-2014, 13:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"დემოკრატიული მოძრაობის" პოლიტიკურმა მდივანმა გიგლა ბარამიძემ და პარტიის სხვა წევრებმა დღეს ცესკოს მხარდამჭერთა სიები წარუდგინეს. როგორც გიგლა ბარამიძემ განაცხადა, მათ რამდენიმე ათასით იმაზე მეტი ხელმოწერა წარადგინეს, ვიდრე ეს კანონმდებლობით იყო გათვალისწინებული. თუმცა, როგორც ის აცხადებს, ეს არ არის მთავარი:

 


"მთავარი არის ის, რომ, სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლება აგრძელებს იმავე პოლიტიკას, რასაც წლების მანძილზე ახორციელებდა "ნაციონალური მოძრაობა", რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ არჩევნებში მაქსიმალურად დიდი წინაღობები გვქონოდა. მიუხედავად იმისა, რომ წარმოვადგენთ ყველაზე მაღალრეიტინგულ ოპოზიციურ პარტიას საქართველოში, მაინც არ მოგვენიჭა კვალიფიციური სუბიექტის სტატუსი. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ დიდი წარმატების იმედი გვაქვს.

 

 

დღეს საღამოს, 21:00 საათზე, ძველ თბილისში კოალიცია "ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია" ოფიციალურად გახსნილად ვაცხადებთ წინასაარჩევნო კამპანიას და თბილისელებს წარვუდგენთ მერობის კანდიდატს, ძალიან ღირსეულ ადამიანს, ნამდვილ თბილისელს, ბატონ დიმიტრი ლორთქიფანიძეს." - განაცხადა ბარამიძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი