კახა ძაგანია: სუბარის განცხადება იმის თაობაზე, რომ სირიიდან და ერაყიდან ლტოლვილებს სახელმწიფო დაჩქარებული წესით აძლევს სტატუსს, ღალატის ტოლფასია
20-02-2016, 03:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"დევნილთა და განსახლების მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადება იმის თაობაზე, რომ სირიიდან და ერაყიდან ლტოლვილებს სახელმწიფო დაჩქარებული წესით აძლევს სტატუსს, არის ღალატის ტოლფასი და ეს ნიშნავს საქართველოს ჩათრევას ახლო აღმოსავლეთის კრიზისის პროცესში" - აღნიშნული განცხადება "მემარცხენე ალიანსის" თავმჯდომარემ, კახა ძაგანიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

 

 

"საქართველო, რომლის ტერიტორიების 25 პროცენტი ოკუპირებულია, ჰყავს ნახევარ მილიონამდე დევნილი, რომელთა პრობლემებიც ჯერ კიდევ მოუგვარებელია, არ არის მზად სოციალურად დაუცველი ათეულ ათასობით ლტოლვილი მიიღოს თავის ტერიტორიაზე და საერთაშორისო სტანდარტით განსაზღვრული პირობები შეუქმნას მათ. აგრეთვე შესაძლებელია ქვეყანა აღმოჩნდეს საერთაშორისო პრობლემის – ტერორიზმის საფრთხის წინაშე, რაც ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას კატასტროფულ ზიანს მიაყენებს.

 

 

არსებული რთული ვითარებიდან გამომდინარე, "მემარცხენე ალიანსს" მიგვაჩნია, რომ საქართველოს, მაქსიმუმ შეუძლია აიღოს პასუხისმგებლობა – სირიელი და ერაყელი ლტოლვილებისთვის შექმნას პირობები მოკლევადიან ფორმატში, მათი მესამე ქვეყნებში გადაადგილების მიზნით", – განაცხადა კახა ძაგანიამ.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი