დავით ბერძენიშვილს ძალიან გაუვიდა თავს. პარტიის პოლიტიკური ლიდერი უნდა უფიქრდებოდეს, რომ საზოგადოებას ასეთი ტყუილი და სიყალბე არ უნდა აკადრო. როცა პოლიტიკოსი საჯაროდ გამოდის, ცოტა უნდა დაუფიქრდეს, რომ საზოგადოებაში მისმა განცხადებებმა ირონიული ღიმილი არ გამოიწვიოს - აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გოგი თოფაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
გოგი თოფაძემ საგარეჯოში გამართული შუალედური არჩევნები გაიხსენა და აღნიშნა, რომ თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი არაკორექტულად მოიქცა, როდესაც საგარეჯოში 526 ჯარისკაცი ჩაიყვანა.
როგორც გოგი თოფაძემ აღნიშნა, არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე იუსტიციის მინისტრთან, თეა წულუკიანთან გაიმართა თათბირი, რომელსაც სხვადასხვა სამინისტროს, მათ შორის, თავდაცვის უწყების იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ესწრებოდა და მასზე გადაწყდა, რომ მუხროვანის მე-13 უბანი, სადაც სულ 25 კაცი ირიცხებოდა, არ გახსნილიყო და მათი გადანაწილება სხვადასხვა უბანზე მომხდარიყო.
გოგი თოფაძის თქმით, როდესაც ხიდაშელის თანაგუნდელი დავით ბერძენიშვილი აცხადებს, რომ ჯარისკაცები იმ რეგიონში ერთი წელია დგანან, ეს არის ტყუილი და სიყალბე.
თოფაძემ ძმები ბერძენიშვილები კიდე ერთხელ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ერთი ძმისთვის სტალინის ცნება მიუღებელია, ხოლო მეორე ვაჟა ფშაველას, ილიას ცუდად იხსენებს.
"ერთი ძმა აცხადებს, რომ სტალინის ცნება მიუღებელია, ევროკავშირში არ მიგვიღებენ, თუ ასე ვიზამთ. მეორე ძმა ვაჟა-ფშაველას და ილია ჭავჭავაძეს ასწავლის თავის სტუდენტებს, ძალიან ცუდად იხსენებს. თუ ჩვენ ქვეყანა ვართ, საქართველო ვართ ჩვენი კულტურითა და ისტორიით, ალბათ, ეს გამოჩენილი პიროვნებები ასე არ უნდა ლანძღოს ქართველმა კაცმა. მე არასდროს მითქვამს, რომ სტალინი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხში იყო გამორჩეული. ის იყო უდიდესი პიროვნება, მსოფლიოში აღიარებული და მე-20 საუკუნეში გამოცხადებულია, როგორც ყველაზე შედეგიანი და ყველაზე გენიალური მმართველი.
ჩვენი ისტორია, კულტურა საამაყოა, არ შეიძლება ასეთი პიროვნებები, როგორიც ვაჟაა, ილიაა, თუნდაც სტალინია, არ შეიძლება მათზე ხელაღებით ლაპარაკი. მაშინ ჩვენ არ ვართ ის ქვეყანა, რომელსაც ვლაპარკობთ, რომ ისტორია ჰქონდა. ამიტომ ამ საკითხებში არ ვეთანხმები მათ და ზოგიერთებს, ვინც ამას ქადაგებს", - განაცხადა თოფაძემ.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მთელი ეს დაპირისპირება დაიწყო მას შემდეგ, რაც თავად პრეზიდენტი გააკრიტიკა, ხოლო ამის გამო თინა ხიდაშელმა მას შეურაცხყოფა მიაყენა.
თოფაძე ასევე გამოეხმაურა პრემიერის განცხადებას და აღნიშნა, რომ გიორგი კვირიკაშვილმა დელიკატური განცხადება გააკეთა.
"მან საკმოდ დელიკატური განცხადება გააკეთა, ძმების განცხადებას კი არ ჰგავს. მან გააკეთა დელიკატური განცხადება, რაც უნდა ეთქვა. რბილად თქვა, ასეც უნდა ეთქვა. მე მივიღე მისი შენიშვნა, თუმცა ჩემს აზრზე ვრჩები. თუ ჩვენ დემოკრატიული ქვეყანა ვართ და ასეთი დარღვევა შეიძლება იკადროს მინისტრმა, რა ნაპოლეონი მყავს, სუვოროვი, თუ კუტუზოვი, კაცო გამაგებინეთ, თავი მოგვჭრა. ბევრჯერ დაგვხვდება ჩვენ ეს დარღვევა იმიტომ, რომ ბევრი არჩევნები გველის წინ და ყველგან წამოგვაყვედრებენ ამას", - განაცხადა თოფაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.