გიორგი კვირიკაშვილი: საზოგადოება გაცილებით უფრო თავისუფალია დღეს, თუმცა, ალბათ, საზოგადოებაში არ არის სრული თავისუფლების განცდა
20-02-2016, 04:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საზოგადოება გაცილებით უფრო თავისუფალია დღეს, თუმცა, ალბათ, საზოგადოებაში არ არის სრული თავისუფლების განცდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა "რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 


პრემიერის განცხადებით, სამი-ოთხი წლის წინათ საზოგადოებას ჰქონდა განცდა, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება და ახლა საზოგადოებას, ალბათ, იგივე განცდა აღარ აქვს.

 


"მე ვფიქრობ, რომ საზოგადოება გაცილებით უფრო თავისუფალია დღეს, თუმცა ალბათ საზოგადოებაში არ არის სრული თავისუფლების განცდა და ალბათ ეს ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ავაშენოთ, რომელიც მოვა კანონის უზენაესობის განმტკიცებით, მოვა იმით, რომ სასამართლო სისტემის თაობაზე შედგება კონსენსუსი საზოგადოებაში, როცა სამართალდამცავი სისტემის მიმართ იქნება მაქსიმალური ნდობა, როდესაც ადამიანის ყველა თავისუფლება იქნება დაცული, ალბათ მაშინ იქნება თავისუფლების უფრო მაღალი განცდა. მე ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გვაქვს გადადგმული წინ ამ საკითხში, მაგრამ არ ვართ იდეალურები და ვფიქრობ, ამ მიმართულებით საკმაოდ თავისუფალი ნაბიჯები დაგვრჩა გადასადგმელი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი