მე ვნატრობ ისეთ საქართველოზე, სადაც ადამიანებს ექნებათ უფრო მეტი სიყვარული, მინიმუმ პატივისცემა ერთმანეთის მიმართ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა "რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"მე არა თუ აუცილებლად მივიჩნევ, მე ვნატობ ისეთ საქართველოზე, სადაც ადამიანებს ექნებათ უფრო მეტი სიყვარული, მინიმუმ პატივისცემა ერთმანეთის მიმართ. თუ ეს სიყვარული იქნება ადამიანებს შორის, ეს იქნება ის ქვეყანა, რომელშიც ყველას გაუხარდება ცხოვრება. მე არ ვარ იდეალისტი. გარკვეული იდეალიზმი, ალბათ, ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს რეალისტური და მიღწევადია. ეს განწყობა უპირველეს ყოვლისა, მთავრობიდან უნდა მოდიოდეს და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ეს კულტურა უნდა დავამკვიდროთ. ჩვენ დავიწყეთ ამ კულტურის დამკვიდრება და ძალიან კარგი ნაბიჯებით მივდივართ წინ.
ბევრი მათგანი აგრძელებს ისევ შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენებას და კონფრონტაციულ რეჟიმში რჩებიან. მე ვფიქრობ, რომ ეს შეიცვლება, ალბათ, ჩვენ უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები. მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ არანაირი რისკი იმას არ ემუქრება, რომ მთავრობის მხრიდან იქნება ძალიან თანმიმდევრული, ასეთი მშვიდობისმყოფელი პოლიტიკა ყველა პოლიტიკური მოთამაშის მიმართ, რანაირადაც არ უნდა იქცეოდნენ ისინი"- განაცხადა კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.