ზაზა მეიშვილის შემცვლელი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, სავარაუდოდ, სერგო მეთოფიშვილი გახდება. მოსამართლეთა რიგგარეშე მე-17 კონფერენციაზე ამ დროისათვის მხოლოდ მისი კანდიდატურა დასახელდა.
ზაზა მეიშვილმა სიტყვით გამოსვლისას სერგო მეთოფიშვილს, რომელიც სავარაუდოდ, საბჭოს წევრი გახდება, წარმატებები უსურვა. მან სერგო მეთოფიშვილს მიმართა, რომ მზად უნდა იყოს პრინციპული გადაწყვეტილებებისთვის და იმ კრიტიკისთვის, რომელიც მოსალოდნელია. ასევე, მეიშვილი დაემშვიდობა მოსამართლეთა კორპუსს და წარმატებები უსურვა უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ნინო გვენეტაძეს, ასევე მთლიანად იუსტიციის საბჭოს.
მოსამართლეთა კონფერენციაზე გამოცხადებული შესვენების შემდეგ სერგო მეთოფიშვილის კანდიდატურას კენჭს უყრიან და საბოლოო გადაწყვეტილება საბჭოს წევრობაზე იმ შემთხვევაში იქნება მიღებული, თუ კონფერენციაზე დარეგისტირებული მონაწილეების ხმების ორ მესამედს მიიღებს. კონფერენციაზე რეგისტრაცია გაიარა 226 მოსამართლემ, სერგო მეთოფიშვილის იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრად არჩევას მინიმუმ 154 ხმა სჭირდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.