საქართველოშიც და რუსეთშიც ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ რომ ჰააგის გამოძიება წმინდად სამართლებრივი პროცედურაა და მას ვერანაირი პოლიტიკური გადაწყვეტილებები ვერ დააზიანებს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
“როგორც ფატუ ბენსუდამ და მისმა ოფისმა მრავალჯერ განაცხადეს, ისინი დაეყრდნობიან მხოლოდ მტკიცებულებებს და ჩვენი გადასახედიდან, ეს მტკიცებულებები მკაფიოდ ადასტურებს იმას, რომ აგვისტოში მომხადრია ომის დროს ქართველთა ეთნიკური წმენდა. აქედან გამომდინარე, ისღა დაგვრჩენია, რომ ამ გამოძიებას ხელი შევუწყოთ, რომ ეს უკვე მტკიცებულებების დონეზე, საერთაშორისო დონეზე დამტკიცდეს და ჩვენმა მსხვერპლებმა, როგორც ბატონმა მოჩოჩოკომ განაცხადა, იხილონ მართლმსაჯულება, რომელმაც უნდა აღადგინოს შესაძლებისდაგვარად მათი უფლებები. ბოლომდე კი მათი უფლებები მხოლოდ მაშინ აღდგება, როდესაც ჩვენ ყველა ერთად გავერთიანდებით – აფხაზები, ოსები, ქართველები და ვიცხოვრებთ იმ ერთიან ქვეყანაში, სამშობლოში, რომელსაც საქართველო ჰქვია”, – განაცხადა წულუკიანმა.
ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა ე.წ. პარლამენტს დაავალა, რუსეთის დუმამ საქართველოს მიერ ოსი ხალხის გენოციდი აღიაროს. ამის შესახებ მან ხალხისა და ე.წ. პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“გარკვეული პოლიტიკური ძალები კვლავინდებურად განაგრძობენ საქართველოს მხარდაჭერას თავის რევანშისტულ სწრაფვაში. მათი მხრიდან არ მთავრდება უახლესი ისტორიის აშკარა ფაქტების ფალსიფიცირება”, – განაცხადა თიბილოვმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.