თბილისმა უნდა მიაქციოს ყურადღება ამერიკულ ელექტორატში არსებულ ტენდენციებს, - ამის შესახებ საუბარია აშშ-ის კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის, საქართველოს საკითხებში ერთ-ერთი წამყვანი ამერიკელი სპეციალისტის, ლინკოლნ მიტჩელის ანალიტიკურ სტატიაში.
"მიუხედავად იმისა, რომ მემარჯვენე ფრთა პრეზიდენტ ობამას სისუსტეში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მან აშშ-ის საკვანძო მოკავშირეებს, მათ შორის საქართველოს, არასაკმარისი დახმარება გაუწია, ფაქტობრივად, საქართველოსთან მიმართებაში აშშ-ის პოლიტიკა ბოლო სამი პრეზიდენტის მმართველობის დროს დიდად არ შეცვლილა. სრულიად მოსალოდნელია საარჩევნო პერიოდში საქართველოში საუბარი დაიწყონ იმაზეც, რომ პრეზიდენტობის ამერიკელი კანდიდატები უფრო მეტი სიმპატიით არიან განწყობილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიმართ და ნაკლებად მეგობრული კი "ქართული ოცნების"- მიიჩნევს მიტჩელი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.