მოსამართლეთა კონფერენციამ 213 ხმით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად სერგო მეთოფიშვილი აირჩია. ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობდა კონფერენციის 226 რეგისტრირებული მოსამართლე. 18 ბიულეტენი გაუქმდა, ხოლო დანარჩენმა 213-მა მოსამართლემ ხმა სწორედ მეთოფიშვილის კანდიდატურას დაუჭირა.
მეთოფიშვილი ერთადერთი კანდიდატურაა, რომელიც კონფერენციაზე დაასახელეს, მისი კანდიდატურა საბჭოს წევრობაზე საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ წარადგინა.
მეთოფიშვილმა მადლობა გადაუხადა მოსამართლეებს ნდობისთვის და აღნიშნა, რომ მოსამართლეების ეს გადაწყვეტილება მისთვის საპასუხისმგებლოა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.