საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების გამარტივების აუცილებლობაზე საუბრობს
24-04-2014, 13:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლორან ფაბიუსის განცხადებით, ევროკავშირის სურვილია, საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზები ძალიან მალე გამარტივდეს. ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გერმანელ და ქართველ კოლეგებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

 

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი პროცენტი, როგორც ჩემმა ქართველმა კოლეგამ მითხრა, ევროპისკენ არის მიმართული და ევროპამ ამას უნდა უპასუხოს. ეს კი შეიძლება [ევროკავშირმა] გამოხატოს სწორედ ვიზების საკითხით", - განაცხადა ფაბიუსმა.

 

 

ფრანგი მინისტრის თქმით, მათი სურვილია საქართველოს მოქალქეებმა გამარტივებული წესით გადაადგილება ძალიან მალე შეძლონ.

 

 

ფაბიუსი საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებისა და ნატოში გაწევრიანების თემასაც შეეხო და განაცხადა:

 


"ასოცირების ხელშეკრულება მნიშვნელოვანია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაძლიერების თვალსაზრისით, მაგრამ ეს არც იურიდიულად და არც პრაქტიკულად არ ეხება გაწევრიანების საკითხს, თუმცა, რა თქმა უნდა, გულისხმობს დაახლოებას ქართველ მეგობრებთან", -თქვა ფაბიუსმა.

 


საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხის კომენტირებისას კი ფაბიუსმა განაცხადა, რომ ეს საუბრები იყო და გაგრძელდება.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი