საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის წევრებთან ერთად, სოფელ რუხში დღეს მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო საავადმყოფოს სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"მშენებლობის პროცესი აქტიურ ფაზაშია. განხორციელებული და მიმდინარე სამუშაოები დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, მთავრობის წევრებთან ერთად დაათვალიერა.
კლინიკის მთავარი შენობა დასრულებულია, მიმდინარეობს სხვა დამხმარე შენობების მშენებლობა.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ აღნიშნა, სამედიცინო პროფილის სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის კლინიკის ტერიტორიაზე მოეწყობა აუდიტორიები და ბიბლიოთეკა, ასევე - სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა, აუზები და სკვერები. მინისტრის ინფორმაციით, გახსნის შემდეგ, კლინიკაში 600-მდე ადამიანი დასაქმდება.
კლინიკის ამოქმედების შემდეგ, რუხისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას სამედიცინო დახმარების მისაღებად, ზუგდიდში ჩასვლა აღარ მოუწევს. საავადმყოფო ასევე მოემსახურება რეგიონისა და აფხაზეთიდან ჩამოსულ პაციენტებს. რეზიდენტებისთვის, კლინიკაში სამკურნალოდ ჩამოყვანილი პაციენტების ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის, 92-ადგილიანი საერთო საცხოვრებელი აშენდება.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 41 264 000 ლარია. სამუშაოებზე 154 ადამიანია დასაქმებული, რომელთა დიდი ნაწილი ადგილობრივი მცხოვრებია" - აღნიშნულია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.