საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით დაფინანსებული საოჯახო სასტუმრო „თბილი სახლი“ მოინახულა.
გიორგი კვირიკაშვილს მასპინძლობა სასტუმროს დამფუძნებლებმა - ირაკლი ყალიჩავამ და მაკა კორკელიამ გაუწიეს. მათ პრემიერს განუმარტეს, რომ ამხანაგობაში გაერთიანების შემდეგ დააარსეს საოჯახო სასტუმრო. მათ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში გაიარეს ტრენინგი და მიიღეს 10 000 ლარის მოცულობის დაფინანსება. ამ თანხით მეპატრონეებმა შეიძინეს ინვენტარი სასტუმროს კეთილმოსაწყობად და პირობების გასაუმჯობესებლად.
პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის მნიშვნელობას. მისი თქმით, პროგრამის უმთავრესი ამოცანაა რეგიონებში მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარება მეწარმეთა მხარდაჭერისა და რეგიონული ბაზრების განვითარების გზით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.