პრემიერი: მეწარმეობის განვითარება - ადამიანი სამსახურის ძებნას აღარ დაიწყებს, საკუთარ ოჯახს თავად შეინახავს და სხვებსაც დაასაქმებს
20-02-2016, 07:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მეწარმეობის განვითარების მაგალითი, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მცირე საწარმო ზუგდიდში, რომელიც 20 წლის ნემო ჯალაღონიამ სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში მიღებული დაფინანსებით გახსნა.

 


მან ხის საჭრელი და დამამუშავებელი დანადგარები შეიძინა, რომელთა მეშვეობით ამზადებს ჩარჩოებს, სკებს, სმარტფონებისა და პლანშეტებისთვის განკუთვნილ დამჭერებს და შეკვეთებსაც იღებს.

 


ნემო ჯალაღონია ახლად გახსნილ საწარმოში მეგობართან ერთად საქმიანობს, რომელიც თექაზე მუშაობს. მეგობრები ერთობლივად ქმნიან ნამუშევრებს, რომელთა რეალიზაციასაც ახორციელებენ და მომავალში საჩუქრების მაღაზიის გახსნასაც გეგმავენ. ნემო ჯალაღონიას თქმით, რომ არა მიღებული დაფინანსება, საყვარელ საქმეზე უარის თქმას აპირებდა, რადგან შესაბამისი დანადგარები არ ჰქონდა.

 


გაყიდვების ზრდის შემდეგ, მას 3D აპარატის შეძენა სურს, რომლითაც ნამუშევრების გრავირებას გააკეთებს. პრემიერ-მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ახალგაზრდა მეწარმეს ტექნოლოგიურ პარკში საკუთარი იდეის კომერციალიზაცია შესთავაზეს.

 


"ეს არის მეწარმეობის განვითარება. ეს ადამიანი სამსახურის ძებნას აღარ დაიწყებს, საკუთარ ოჯახს თავად შეინახავს და სხვებსაც დაასაქმებს", - განაცხადა პრემიერმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი