პრემიერი: სამეგრელოში ბევრი პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი და გვინდა რომ ეს ყველაფერი ჩვენი აფხაზი დებისა და ძმებისთვისაც იყოს ხელმისაწვდომი
20-02-2016, 07:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამეგრელოში კიდევ ძალიან ბევრი პროექტია დაგეგმილი და ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ იმას, რომ ყველა ეს სიკეთე ჩვენი აფხაზი დებისა და ძმებისთვის ასევე იყოს ხელმისაწვდომი , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 


პრემიერმა განსაკუთრებით გამოყო 20 წლის ნემო ჯალაღონიას მცირე საწარმო, რომელიც სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში დაფინანსდა. მან მონაწილეობა მიიღო მიკრომეწარმეობის დაფინანსების პროგრამაში და 5 ათასი ლარის ოდენობის გრანტით თანამედროვე სახერხი მოწყობილობა შეიძინა.

 


"მისი მამა გახლდათ დურგალი და მან მამის ძველებურ დაზგას რამდენიმე ძალიან თანამედროვე დანადგარი მიუმატა. ეს 20 წლის ახალგაზრდა დღეს უკვე ასაქმებს სხვა ადამიანებსაც და უშვებს ძალიან ლამაზ ხის ჩარჩოებს, სკებს და ხის სხვადასხვა პროდუქციას. ეს არის პროგრამა, რომელშიც 1700-ზე მეტი ასეთი მიკრომეწარმე გვყავს დასაქმებული. ეს პროექტი სამაგალითო უნდა იყოს რეგიონში, სოფლად მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, ვინაიდან შესაძლებლობები, რომელსაც სახელმწიფო პროგრამები იძლევა, ყველასთვის ხელმისაწვდომია. მეწარმეობის სულისკვეთების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. ნემო ჯალაღონია უნდა იყოს მაგალითი ძალიან ბევრი ახალგაზრდისთვის, რომ მათ შეუძლიათ შექმნან საკუთარი ცხოვრება, ოჯახი გამოკვებონ და დაასაქმონ სხვა ადამიანები ასეთი პროგრამებიხ მეშვეობით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 


გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი ხორციელდება სტრატეგიულ რეგიონში - სამეგრელოში, სადაც ბევრი დევნილი, იძულებით გადაადგილებული ადამიანი ცხოვრობს და მათი დასაქმების საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია.

 


პრემიერმა ასევე ისაუბრა რუხის სავაჭრო ცენტრზე, რომლის მშენებლობაში საპარტნიორო ფონდმა 15-მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა.

 


"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საოკუპაციო ხაზთან შენდება ასეთი დატვირთვის სავაჭრო ცენტრი, სადაც შესაძლებელი იქნება, როგორც ქართველებმა, ისე აფხაზებმა ერთად ისარგებლონ მომსახურებებით და საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია განახორციელონ. იქ უკვე არის შესული რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი სავაჭრო ნიშანი, რომლებმაც საკუთარი სავაჭრო ცენტრები გახსნეს. ასევე გაიხსნა ავტომობილების მომსახურების ცენტრი. ეს ძალიან კარგია, ვინაიდან 1000-ზე მეტი ადამიანი უახლოეს დღეებში დასაქმდება", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

 


გარდა ამისა, სოფელ რუხში შენდება თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი კლინიკა, რომელიც სამეგრელოს მოსახლეობასთან ერთად, აფხაზეთის მცხოვრებლებს მოემსახურება. დღეს ასევე გაიხსნა იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრი. პრემიერი ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტშიც იმყოფებოდა, სადაც მისი შეფასებით, უმაღლესი და პროფესიული განათლება კარგად არის კომბინირებული.

 


"ეს არის ის ძალიან მნიშვნელოვანი მოდელი, რომელზეც ჩვენ უნდა ავაშენოთ ჩვენი განათლების სისტემა. მნიშვნელოვანია, როდესაც სახელმწიფო და კერძო სექტორი ერთად, პარტნიორობით ამზადებს მომავალ, პროფესიული განათლების მქონე ადამიანებს, რომლებიც პირდაპირ საქმდებიან. ძალიან კარგია, რომ უნივერსიტეტში მთელი ავეჯი და აღჭურვილობა შექმნილია სტუდენტების მიერ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს არის უნივერსიტეტი, სადაც განათლებას იღებს ჩვენი დევნილი მოსახლეობა", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი