გიორგი კვირიკაშვილი: რუსეთთან მტრული რიტორიკა დადებით შედეგს ვერ გვაძლევდა
20-02-2016, 23:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო-რუსეთს შორის არსებულ ურთიერთობაზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთთან ფუნდამენტური პრობლემები რჩება, თუმცა, ამის მიუხედავად, გარკვეული თანამშრომლობა მაინც არსებობს სხვადასხვა სფეროში.

 


"ჩვენ გამოვრიცხეთ მტრული და შეურაცხმყოფელი რიტორიკა, რომელიც ჩვენ გვქონდა და რომელიც ვერანაირ დადებით შედეგს ვერ გვაძლევდა. რუსეთთან ფუნდამენტური პრობლემები რჩება. უმთავრესი პრობლემაა, რომელიც ჩვენ გვაქვს ოკუპაციის სახით, და ვხედავთ, რომ არანაირი დადებითი დინამიკა ამ მიმართულებით ჩვენ არ გვაქვს. არ გვაქვს ასევე არანაირი დადებითი დინამიკა იმ მიმართულებით, რომ რუსეთმა პატივი სცეს საქართველოს სუვერენულ გადაწყვეტილებებს საკუთარ დასავლურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ თავიდან ავიცილოთ რისკები, რაიმე სახის გართულება ამ ურთიერთობების და ამ სიტუაციის, რომელშიც ჩვენ დღეს ვართ.

 

 

ვფიქრობ, რომ თუნდაც ის, რომ ჩვენ დღეს გარკვეული ეკონომიკური ურთიერთობები გაგვაჩნია, ტურიზმის მიმართულებით გვაქვს პოზიტიური დინამიკა, ეს უკვე არის რაღაც მიღწევა. ეს არის უკვე გარკვეული წინაპირობა იმისა, რომ ჩვენ, ასე თუ ისე, რისკები თავიდან ავიცილოთ რუსეთის მხრიდან. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, პოლიტიკურ განზომილებებში პოზიტიური დინამიკა არ გვაქვს, ვერანაირი დინამიკა ვერ იქნება საქართველოს მთავარი სტრატეგიული გადაწყვეტილებების კუთხით რაიმე კომპრომისის ფონზე, იმიტომ რომ ასეთი კომპრომისი ჩვენი მხრიდან გამორიცხულია. ჩვენმა მოსახლეობამ გააკეთა არჩევანი და ეს არჩევანი უნდა იყოს პატივცემული ყველა მთავრობის მიერ, რომელიც საქართველოში შეიძლება იყოს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები ჩვენს სტრატეგიულ გადაწყვეტილებებში, მაგრამ ჩვენ, ასევე მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ კონფრონტაციული მესიჯები არ გავაგზავნოთ რუსეთში და ყველანაირი შესაძლებლობა, რომელიც შეიძლება შეიქმნას დიალოგისათვის გამოვიყენოთ, რათა რისკები ამ მიმართულებით შევამციროთ და ჩვენს ქვეყანას მივცეთ განვითარების შესაძლებლობა", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

 

კომენტარები: 3
#3   ლევან ოსიძე
      
ერთი რამ არ მესმის, როდესაც შავზე ამტკიცებენ რომ თეთრიაო, ესაა ებრაელის ცნობილი წყევლის ტოლფასი: "შენი არ იცოდე და სხვისი არ გაიგონოო"... პირადად მე არ მესმის ისეთი რიტორიტიკა და დაჟინება, რომ გვინდა თუ არა, რუსეთისაგან დისტანცირებული ვიყოთ... და ეს იმიტომ, რომ ასე სურს აშშ-ს და შენ თუკი რაიმე ისეთი წამოგცდა, რომელიც მიუღებელია მავანისა და მავანისათვის, რომელიც გრანტების მიღების მეტს არაფერს აკეთებს და მზადაა კბილებით დაგლიჯოს საწინააღმდეგი პოზიციის მქონე და ეს მიაჩნდეს დემოკრატიის უზენაეს გამოვლინებად, ამასთან არ გაითვალისწინო, ეკონომიკურ და პოლიტიკურ კონტექსტში რაოდენ მისაღებია ეს გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნისათვის, მათ გასაგონად მოვიტან შემდეგ თვალსაზრისს: 2016 წლის 15 თებერვლის გაზეთში „საქართველო და მსოფლიო“ გამოქვეყნდა ქალაქ ვენის მერის მოადგილის ავსტრიის „თავისუფლების პარტიის“ წევრ იოჰან გუდენუსის გამოსვლა, სადაც მან საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკულ კონფერენციაზე „მეცნიერება და საზოგადოება“ ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურები აშშ-სთან მიმართებაში ბრმა მორჩილების გამო სასტიკად გააკრიტიკა. მან განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აბსოლუტური სიმართლე თქვა: პრეზიდენტი უნდა იყოს ისეთი, როგორსაც ელის მისი ხალხი - ეს არის პრეზიდენტის, ქვეყნის მეთაურის ამოცანა! ევროპელებს, არა აქვს მნიშვნელობა გერმანელები, ავსტრიელები, სერბები თუ ფრანგები იქნებიან, ყველა ევროპელს აქვს უფლება მათი ხალხის წარმომადგენელი იყოს ისეთი, როგორსაც მისი ხალხი ელის და არა ნატოსა და ამერიკელების ინტერესებიდან გამომდინარე, ხალხს აქვს უფლება, ჰქონდეს მოლოდინი, რომ კულტურა, ღირებულებები, სიმდიდრე, უფლებები თუ ცხოვრების წესი, რომლებიც წინაპრებისაგან გადმოეცათ ჯიჰადიზმისა და სალაფიზმისაგან დაცული იყოს.
დიახ, ბრძოლა ძალზე მნიშვნელოვანია, რათა დავიცვათ ჩვენი თავისუფლება ევროპაშიც. ეს არის ევროკავშირის არაჯანსაღი აზროვნების წინააღმდეგ ბრძოლა: უღმერთო, მკრეხელური აზრები, რომლებიც გაჩნდა ევროპაში, მოდით ამის წინააღმდეგ ვიბრძოლოთ ქალბატონებო და ბატონებო!... ეს არის ევროპული სამყაროს ბრძოლა ევროპისა და მისი ხალხების სიკვდილისაგან გადარჩენისათვის. ამ ბრძოლას მხოლოდ მაშინ მოვიგებთ თუ ჩვენ ყველანი ერთად გავაკეთებთ ერთ საქმეს - ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა და, რა თქმა უნდა, ევროკავშირისაც, რათა გამოვიჩინოთ კეთილგონიერება და გადავდგათ ნაბიჯი რუსეთისაკენ და მისი გამოსვლის დროს, როდესაც მან აშშ-ის დაჟინებული მოთხოვნის თუ ბრძანების შედეგად რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების შეწყვეტა მოითხოვა, დარბაზში მრავალგზის გაისმოდა ტაში. მისი აზრით, ეს იქნებოდა ერთის მხრივ ურთიერთთანამშრომლობის ნების დადასტურების მტკიცება და მეორეს მხრივ, ავსტრიის ეკონომიკისა და ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ... მხოლოდ ჩემს მშობლიურ ავსტრიაში, რომელიც ძალიან პატარა ქვეყანაა, ექსპერტების შეფასებით, ამ სანქციების გამო 45000 ადამიანი დარჩა უმუშევარი და ეს მაშინ, როცა ავსტრიაში უმუშევრობის ყველაზე მაღალი დონეა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ... თუ შემდგომშიც გაგრძელდება ეს კურსი, ავსტრიის ექსპორტი რუსეთში მეოთხედით შემცირდება, რაც 3 მილიარდ ევროს დაგვაკარგვინებს... აშშ-მა გვიკარნახა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები და ამჟამად ის წარმოადგენს ერთადერთ სახელმწიფოს, რომელსაც აქვს „პლიუსები“ რუსეთთან ტვირთბრუნვაში, გერმანიას, ავსტრიას და სხვა ქვეყნებს შეუმცირდათ, ხოლო აშშ-ს პირიქით, გაეზარდა 10%-ით. ეს ასეთი რა პოლიტიკაა ამ ევროკავშირში, როცა მსგავსს უშვებს, ესენი თავიანთი ხალხის წარმომადგენლები კი არა, თავიანთი ხალხის გამყიდველები არიან... ევროპა არ არის მარტო ევროკავშირი! ევროკავშირი უფრო და უფრო ხდება ანტიევროპული პროექტი. ჩემი კოლეგების ამოცანა უნდა იყოს ის, რომ შევაბრუნოთ ევროკავშირი სწორი მიმართულებით და მან თავისი გამოსვლა შემდეგი სიტყვებით დაასრულა: „ევროპა უნდა გათავისუფლდეს ამერიკული უღლისაგან!“ . . . ასეთი მწარე დასკვნა გააკეთა ბ-მა იოჰან გუდენუსმა და არავის იგი ამისათვის ჯვარზე არ გაუკრავს, განსხვავებით ჩვენი რესპუბლიკელებისა, რომლებიც ამდაგვარი აზრის მქონე პიროვნებას სიამოვნებით დაასამარებდნენ, რომ დაანებონ... (მარტო სანდრო ბრეგაძის ამბავი კმარა)... ჩემი პოზიცია ასეთია: მე არ მინდა ისეთი საქართველო, რომლის ბედი გადაწყდება ვაშინგტონში, მოსკოვში, ანკარასა თუ თეირანში... მინდა რომ ყველა მეზობელთან ვიყო ისე, როგორც ეს მე მაწყობს და ეს არ იყოს დამოკიდებული ვიღაცის ხუშტურებზე, თანაც ეს ვიღაცა ამით არ სპეკულირებდეს და მოგებას ნახულობდეს ჩემს ხარჯზე... რაა ამაში ცუდი?!!!...
21 თებერვალი 2016 12:34
#2   გაგი ოთიაშვილი
      
რუსეთთან უნდა გაგრძელდეს სტრატეგიული დისტანცირების პოლიტიკა ყოველგვარი ემოციური ფაქტორების გარეშე. ურთიერთობების დალაგება რუსეთტან ცალმხრივად შეუზლებელია, რადგან რუსეთი თავის მხრივ არ სცნობს საქართველოს სახელმწიფობრიობის ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას. რუსეთის მიერ საქართველოსთან დადებული ყველა (!!!) ხელშეკრულება დაირღვა რუსული მხარის მიერ. სტრატეგიული დისტანცირების პოლიტიკა მოიცავს მეზობელ მტრულ და გაცილებით ძლიერ სახელმწიფოსთან ურთიერთობების დაყვანას მინიმუმამდე და ამ მინიმალიზირებული "აუცილებლობით გამკწვეული ურთიერთობების" გადატანას საერთაშორისო დამკვირვებლების არენაზე საერთაშორისო შუამავალ-სახელმწიფოების მონიტორინგის მკაცრ პირობებში!
ცოფიან დათვს უნდა ერიდოს კურდღელი და ეს სულა არ ნიშნავს ცოფიანი ხათვის მიმართ სუსტი კურდღელის ტრობას, ეს უბრალოდ კურდღლის გადარჩენის ერთადერთი გზაა, რომელიც დათვის ცოფით დაავადებიტ გამოწვეულმა უკონტროლო სასიკვდილო ათვურმა აგრესიამ გამოიწვია!

რუსეთთან უნდა გაგრძელდეს სტრატეგიული დისტანცირების პოლიტიკა ყოველგვარი ემოციური ფაქტორების გარეშე. ურთიერთობების დალაგება რუსეთთან ცალმხრივად შეუძლებელია იმიტომ, რომ რუსეთი თავის მხრივ არ სცნობს საქართველოს სახელმწიფობრიობის ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის რამოდენიმე საუკუნის განმავლობაში რუსეთის მიერ საქართველოსთან დადებული ყველა (!!!) ხელშეკრულება დაირღვა რუსული მხარის მიერ. გეორგიევსკი ტრაქტატიხან დაწყებული ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს მენშევიკურ მთავრობასთან დადებული ყველა ხელშეკრულება, ელცინის მიერ საქართველოს ტერიტორიული მტლიანობის ცნობის ხელსეკრულება და ყველა სხვა საქართველო-რუსეთის ხელშეკრულება დაარღვია რუსეთმა ცალმხრივად.
სტრატეგიული დისტანცირების პოლიტიკა მოიცავს მეზობელ მტრულ და გაცილებით ძლიერ სახელმწიფოსთან ურთიერთობების დაყვანას მინიმუმამდე და ამ მინიმალიზირებული "აუცილებლობით გამოწვეული ურთიერთობების" გადატანას საერთაშორისო დამკვირვებლების არენაზე საერთაშორისო შუამავალ-სახელმწიფოების მონიტორინგის მკაცრ პირობებში!
ცოფიან დათვს უნდა ერიდოს კურდღელი და ეს სულაც არ ნიშნავს ცოფიანი დათვის მიმართ სუსტი კურდღელის მტრობას, ეს უბრალოდ კურდღლის გადარჩენის ის ერთადერთი გზაა, რომელიც დათვის ცოფით დაავადებით გამოწვეულმა უკონტროლო და კურდღლის სიცოცხლისათვის სასიკვდილო დათვურმა აგრესიამ გამოიწვია!
21 თებერვალი 2016 00:51
#1   მამუკა
      
ვეთანხმები პრემიერს, აუცილებლად უნდა დალაგდეს ურთიერთობები რუსეთთან, ეს სტრატეგიულად და ეკონომიკურადაც საჭიროა ჩვენი ქვეყნისთვის.
20 თებერვალი 2016 23:58
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი