შსს-ს აკადემიამ მთელი ქვეყნის მასშტაბით პროექტი „განათლებისთვის ხელშესახები მომავალი პროფესია“ დაიწყო. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
"პროექტის მიზანია ინფორმაცია აკადემიაში განათლების მიღების შესახებ საზოგადოებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს.
პროექტის საშუალებით მომავალ სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, გაეცნონ შსს-ს აკადემიაში თეორიული და პრაქტიკული სწავლების პრინციპებს. პრეზენტაციებს აღნიშნულ თემაზე უფროსკლასელებისთვის შსს-ს სხვადასხვა დანაყოფისა და აკადემიის წარმომადგენლები პოლიციის შენობებში აწყობენ.
პროექტის უკვე დაიწყო შიდა ქართლში, იმერეთში, კახეთში, ქვემო ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და აჭარაში. უახლოეს მომავალში პროექტში ჩაერთვებიან მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებიც" - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.