სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ზიკას ვირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. BBC-ის ცნობით, განცხადება ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ გააკეთა.
უწყების ცნობით, დაავადებული კოლუმბიის მოქალაქეა, რომელიც ამჟამად, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში იმყოფება.
ზიკას ვირუსი განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს ფეხმძიმე ქალებისთვის, რადგან შესაძლოა, ჩვილის მიკროცეფალია გამოიწვიოს.
ბრაზილიაში, საიდანაც დაიწყო ვირუსის გავრცელება, ამ დიაგნოზით რამდენიმე ათასი ბავშვი დაიბადა.
ზიკას ვირუსით დაინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა ევროპაში, აშშ-სა და რუსეთში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.