ფონიჭალიდან გატაცებული 17 წლის გოგონას, სამირა ბაირამოვას ახლობლებმა დღეს აქცია გამართეს. შემდეგ კი რუსთავი-თბილისის გზა გადაკეტეს.
"რუსთავი-2"- ის ინფორმაციით, გატაცებული გოგონას ოჯახის წევრები დროულ გამოძიებას და გოგონას ადგილსამყოფელის დადგენას ითხოვენ. მათი განცხადებით, გოგონა, სავარაუდოდ, მარნეულშია წაყვანილი და ამ ინფორმაციას აწვდიან პოლიციას, თუმცა უშედეგოდ.
სამირა ბაირამოვას ახლობლებმა წუხელ ფონიჭალაში მდებარე პოლიციის შენობაშიც სცადეს შეჭრა. როგორც გატაცებულის დედა, ნაილა გურაბანოვა აცხადებს, გამტაცებლებს მცდელობა ჰქონდათ გოგონა საქართველოდან გაეყვანათ, თუმცა ვერ შეძლეს.
17 წლის გოგონას უკვე მესამე დღეა ეძებენ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.