ვინც თავს აიმაღლებს, იგი დამდაბლდება, ხოლო ვინც თავს დაიმდაბლებს, იგი ამაღლდება, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
"სიმდაბლე და განცდა თვისა ცოდვათა არის გზა სასუფეველისკენ. შევთხოვ უფალს, მოგვანიჭოს სიმდაბლე, რათა ავიდეთ ამ სრულყოფილ კიბეზე და გავხდეთ ღირსნი სასუფევლისა.
დღეს იწყება მეზვერისა და ფარისევლის კვირეული. სახარებაში წერია, რომ ტაძარში შევიდა ორი ადამიანი - მეზვერე და ფარისეველი. ფარისეველი დადგა წინ, მეზვერე კი - უკან. მეზვერე გრძნობდა თავის ცოდვებს, ხოლო ფარისეველი ამბობდა - მადლობ შენ უფალო, რომ მე არ ვარ ისეთი, როგორიც სხვა ადამიანები და ავაზაკები არიანო, კვირაში ორჯერ ვმარხულობ და შესაწირავს გავცემო. მეზვერე, რომელიც გადასახადს კრეფდა ხალხისგან, გრძნობდა თავის დანაშაულს, ძალიან ხშირად ზედმეტსაც ართმევდა ხალხს. მაცხოვარი ამბობს, რომ მეზვერე უფრო გამართლებული გავიდა ტაძრიდან, ვიდრე ფარისეველი", - ბრძანა პატრიარქმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.