თეა წულუკიანმა ქუთაისში ეროვნული არქივის მშენებლობა დაათვალიერა
21-02-2016, 04:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ქუთაისში ეროვნული არქივის მშენებლობა დაათვალიერა.

 


არქივის ახალი შენობის საერთო ფართი 4030 კვ. მეტრი იქნება, დოკუმენტების საცავებს კი - 2805 კვ. მეტრი დაეთმობა და კონდიცირების, ვენტილაციისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებით აღიჭურვება. ქუთაისის ცენტრალურ არქივში იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის წერილობითი დოკუმენტების ფონდების ერთ მილიონამდე საქმე განთავსდება და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად იქნება დაცული.

 


ქუთაისის ცენტრალური არქივის ახალ შენობაში სამკითხველო და საგამოფენო დარბაზებიც მოეწყობა.
მშენებლობისთვის, რომელიც ტენდერით შერჩეულმა კომპანიამ, შპს „საბა კონსტრაქშენმა“ 2015 წლის დეკემბერში დაიწყო და 2017 წლის გაზაფხულზე დაასრულებს, 4 მილიონი ლარია გამოყოფილი.

 


აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს რუსთავსა და თელავში რეგიონული არქივების ახალი შენობები უკვე აქვს, მარტის დასაწყისში კი სამეგრელოს რეგიონული არქივის ახალი შენობა ზუგდიდშიც გაიხსნება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი