სამი დღის წინათ გატაცებული 17 წლის სამირა ბაირამოვას მშობლები გოგონას დაბრუნებას პოლიციის შენობასთან ელოდებიან
21-02-2016, 06:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამი დღის წინათ გატაცებული 17 წლის სამირა ბაირამოვას ახლობლები და მშობლები გოგონას დაბრუნებას პოლიციის შენობასთან ელოდებიან.

 


გატაცებული გოგონას დედის, ნაილა გურბანოვას განცხადებით, დაურეკეს გამტაცებლებმა და უთხრეს, რომ სამირა ბაირამოვას დააბრუნებდნენ იმ შემთხვევაში, თუ პოლიციიდან განცხადებას გაიტანენ. ოჯახის ახლობლების ცნობით, ამ შემთხვევამდე კი თავად გატაცებულმაც მოახერხა დარეკვა და შველა ითხოვა.

 


ბაირამოვამ აღნიშნა, რომ "სადღაც პარლამენტის შენობასთან" იმყოფება. სატელეფონო ზართან დაკავშირებით, ბაირამოვას დედა და ბებია პოლიციის შენობაში იმყოფებიან.

 

 

პოლიციის შენობასთან გატაცებული ბაირამოვას ახლობლებმა აქცია გამართეს. მათ რუსთავი-თბილისის მაგისტრალიც გადაკეტეს. ახლობლები პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებენ და 17 წლის სამირა ბაირამოვას ადგილსამყოფელის დადგენას მოითხოვენ. გატაცებული გოგონას დედა შეუძლოდაც გახდა და სასწრაფო დახმარება დასჭირდა.

 

 

17 წლის გოგონას უკვე მესამე დღეა ეძებენ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი