საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს მესტიის მუნიციაპლიტეტში სამთო-სათხილამურო კურორტ "თეთნულდზე" ყოფნისას ქუთაისი-ცაგერი-ლენტეხის გავლით ზემო სვანეთში გადასასვლელი გზის რეაბილიტაციის აუცილებლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ "ქუთაისის აეროპორტიდან ორი საათის სავალზე თეთნულდამდე" მისასვლელი გზა "აუცილებლად გაკეთდება".
"დღეს თეთნულდზე ფუნქციონირებს ერთი სათხილამურო ტრასა, ჩვენ ვგეგმავთ, წლის ბოლომდე, კიდევ სამი საბაგირო გზა შევიდეს ექსპლუატაციაში. ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო კურორტი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაში. სოფელ მულახიდან თეთნულდის ბაზას დაუკავშირდება დამატებითი საბაგირო. ასევე აუცილებლად გაკეთდება ქუთაისიდან ცაგერი-ლენტეხის გავლით სვანეთთან დამაკავშირებელი გზა, რომელიც ქუთაისის აეროპორტიდან ორი საათის სავალზე თეთნულდამდე მივა. ასევე, საპარტნიორო ფონდის მეშვეობით, რამდენიმე სასტუმროს გავაკეთებთ, რათა ბიძგი მივცეთ ამ კურორტის განვითარებას. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ძალიან წარმატებული პროექტი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერმა, ყველას, ვისაც თეთნულდის მონახულება სურს, პროექტის წარმატებით განხორციელება მიულოცა. მისი თქმით, საქართველოს გააჩნია მთის კურორტების განვითარების კარგი რესურსი, რაც რაციონალურად და მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ.
გიორგი კვირიკაშვილი ტურიზმს ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ასახელებს, რომლის განვითარება ქვეყანას დამატებით ინვესტიციებს და ახალ სამუშაო ადგილებს მოუტანს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.