მიხეილ სააკაშვილი: ამაზე მეტი რა უნდა გაგვაბანძოს ბიძინა ივანიშვილმა
21-02-2016, 14:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ამაზე მეტი რა უნდა გაგვაბანძოს ბიძინა ივანიშვილმა, უნივერსიტეტის ულტრა-თანამედროვე შენობაში ლაბორატორია გამოშიგნეს და ბინებს იკეთებენ,“ - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა „განსხვავებულ აქცენტებში“ ისაუბრა.

 


„ესენი ისეთი კატასტროფაა, რომ იმის იქეთ უკვე აღარაფერი აღარ არსებობს. ისეთ სიბანძეში ამოყო თავი საქართველომ... ყველაზე სწორად თქვა კახა ბენდუქიძემ: ჩვენ გადავდგით გიგანტური ნაბიჯი დემოკრატიისკენ და აღმოვჩნდით იმ სუბსტანციაში, რომელშიც... კარგად გამოსდიოდა მაგის გამოთქმა. რეალურად იქ აღმოვჩნდით მართლა. ყველაფერი გაჩერდა. მე მართლა გული მწყდება, იმაზე კი არა, ჩემს თანამდებობაზე, რა თქმა უნდა სისულელეა, იმიტომ რომ ჩემთვის თანამდებობა საერთოდ არაფერს არ ნიშნავს, იმაზე, რასაც ვაკეთებდი. ბათუმის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, ამერიკული, რომელსაც ჩემს გარდა ჭირისუფალი არ დარჩა საქართველოში, მოვასწარი მხოლოდ გახსნა შენობის და ფულის წამოღება და იქ ლაბორატორიების გაკეთება. ეს იქნებოდა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი უმაღლესი სასწავლებელი,“ აღნიშნა სააკაშვილმა და დაამატა, რომ ამ უნივერსიტეტისთვის ამერიკელებმა მაშინ 150 მილიონი მისცეს და ამდენივე ოდენობის თანხას საქართველო დებდა. სააკაშვილის თქმით, ეს შენობა ახლა „ვიღაცას“, უკრაინელებს აჩუქეს 20 მილიონად და იქ ახალ საცხოვრებელ სახლს აკთებენ.

 


„ამაზე მეტი რა უნდა გაგვაბანძოს ბიძინა ივანიშვილმა, უნივერსიტეტის ულტრა-თანამედროვე შენობაში ლაბორატორია გამოშიგნეს და ბინებს იკეთებენ,“ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი