საყდრისი-ყაჩაღიანის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ სპეციალური პრეს-კონფერენცია ჩაატარა. მისი განცხადებით, ეს თემა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საზღვრებს გასცდა.
როგორც ოდიშარიამ აღნიშნა, 2014 წლის წლის 25 მარტს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ და კომპანია RMG-მ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც ემყარება საქართველოს კანონმდებლობას, ითვალისწინებს სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამშრომლობის აუცილებლობას.
მინისტრის განცხადებით, გარკვეული წრეების მხრიდან ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ირღვევა მემორანდუმით დადგენილი პუნქტები და საყდრისი-ყაჩაღიანის უბანზე სამუშაოები უკანონოდ მიმდინარეობს.
"ვაცხადებ, რომ არ არის დარღვეული მემორანდუმით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები. აქვე შევხვდით აქციის მონაწილე ახალგაზრდებს და მუშა- მოსამსახურეებს. ჩვენს შორის გაიმართა კონსტრუქციული დიალოგი. მემორანდუმის თანახმად, საყდრისზე დაკვირვებას აწარმოებს საქართველოს კულტურული მემკვიდროების დაცვის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფი. ჩამოდიან საერთაშორისო, მიუკერძოებელი ექსპერტები, რომლებიც მონიტორინგს ჩაუტარებენ ლიცენზიით გათვალისწინებულ სამუშაოებს. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ამ საკითხით გულწრფელად დაინტერესებული ადამიანების გარდა, არიან ისეთებიც, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების დეზინფორმაციას. საკითხი გასცდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საზღვრებს და არაჯანსაღი სახე მიიღო. როგორც ჩანს, წინასაარჩევნო პერიოდში, ვიღაცას ხელს აძლევს აჟიოტაჟის შექმნა. სამწუხაროდ, ზოგიერთ ორგანიზაცია ხელს უწყობს სიტუაციის დაძაბვას და აშკარად სუბიეტური განწყობით, მიზანმიმართულად ამწავვებს ვითარებას", -განაცხადა გურამ ოდიშარიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.