მიხეილ სააკაშვილი: საქართველოში საბჭოთა ძონძები მოიყარნენ ახლა ხელისუფლებაში
21-02-2016, 15:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მე ვფიქრობ, რომ ახალი თაობა მოდის საქართველოში, რომელმაც საბჭოთა პერიოდი გადალახა და ამ მხრივ უკრაინაზე წინ დგას,“ - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა „განსხვავებულ აქცენტებში“ ისაუბრა.

 

 

„საბჭოთა ძონძები კი მოიყარნენ ეხლა ხელისუფლებაში, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს ხალხი, მასა აბსოლუტურად თავისუფალია საბჭოთა აზროვნებისაგან, სხვა მოტივაცია აქვს და ახალგაზრდობა არის თითქმის 100 პროცენტით თავისუფალი. ჩვენ გვაქვს ძალიან მაგარი მომავალი, ჩვენ უნდა განვაახლოთ ხელახლა მოძრაობა, ეს ყველაფერი მოგვრჩება უკან, უნდა მოვახდინოთ მობილიზაცია, ახალი თაობა უნდა მოვიდეს საქართველოს ყველა სფეროში სათავეში, ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოხდეს გაწევა წარსულის. წარსულმა სცადა ერთხელ აჯანყება, გამოუვიდა რამდენიმე წლით, რატომ ვიძახით მხოლოდ რამდენიმე წლით, იმიტომ რომ წარსულია. ესენი წარსულია, იმიტომ რომ ყველა იმ ფასეულობის წინააღმდეგი არიან, რასაც ჩვენ ვქმნიდით. რა თქმა უნდა ჩვენც შეიძლება წარსული ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ვქმნიდით ამას და ამიტომ ჩვენ კიდევ დიდ ხანს არ ვიქნებით წარსული,“ თქვა მიხეილ სააკაშვილმა და დაამატა, რომ საქართველოს ციხეებიდან უნდა განთავისუფლდნენ „ჩვენი პოლიტპატიმრები“.

 


„აქ რასაც ვნერგავთ პოლიციაში, ეს ხომ ვანოს მოდელია, რა თქმა უნდა უკრაინის სპეციფიკით. ახალ მე რომ ოდესაში გიგისთანა მერი მყავდეს, ან ლევანისთანა მმართველი რომ მყავდეს, ოდესა იქნებოდა ისეთი ტემპით გაქცეული წინ... და გიგის ციხეში ამყოფებენ და ლევან ვარშალომიძეს არ უშვებენ ბათუმში და საცოდავად მუდმივად „ფეისბუკზე“ დებს ბათუმის სურათებს, ნოსტალგიით კვდება, ახრჩობს, იმიტომ რომ ყველა ქვა მისი დადებულია, ერთი ქვა არ დაუდიათ იმის შემდეგ. თბილისის შემოვლითი გზა, საცობებში იხრჩობა თბილისი, დაკეტილი აქვთ, იმიტომ, რომ გიგის გაკეთებული იყო. აჯანყება იყო პროგრესის წინააღმდეგ, ოროსნების ხუთოსნების წინააღმდეგ, ამიტომ რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, პროგრესს არ აქვს ალტერნატივა. დარწმუნებული ვარ ახალი თაობა მოვა, ლაზიკაც აშენდება, ქალაქიც იქნება და ჩვენს ტერიტორიებსაც გავანთავისუფლებთ, გავანთავისუფლებთ, იმიტომ, რომ რუსეთსაც დიდი ხნის ბედი არ უწერია. ეს წყდება აქ, უკრაინაში. აქედან დავაჩქარებთ რუსული იმპერიის დღევანდელი მოდელის აღსასრულს,“ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი