სირიის ქალაქებში, დამასკოსა და ჰომსში მომხდარი აფეთქებების შედეგად სულ მცირე 140 ადამიანი გარდაიცვალა
21-02-2016, 15:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სირიის ქალაქებში ჰომსსა და დამასკოში მომხდარი აფეთქებების შედეგად სულ მცირე 140 ადამიანი გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC სირიის სახელმწიფო მედიასა და მონიტორებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

 

სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით, დამასკოს სამხრეთით საიდა ზეინაბის გარეუბანში სულ მცირე ოთხ აფეთქებას ჰქონდა ადგილი, რამაც 83 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. უფრო ადრე კი ჰომსში, მანქანის აფეთქებას 57 ადამიანი, ძირითადად სამოქალაქო პირები შეეწირნენ.

 

 

აღნიშნულ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ე.წ. "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

 

 

ამასობაში კი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ განაცხადა, რომ რუსეთთან სირიის კონფლიქტში ნაწილობრივ დაზავებაზე "წინასწარ შეთანხმებას" მიაღწიეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი