საქართველოს პრემიერ მინისტრი დღეს, 22 თებერვალს, ორდღიან ოფიციალურ ვიზიტად ჩეხეთის რესპუბლიკას ეწვევა. ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, გიორგი კვირიკაშვილი თავის ჩეხ კოლეგას ბოჰუსლავ სობოტკას პირისპირ შეხვდება, შემდეგ კი დელეგაციები გაფართოებული შემადგენლობით გამართავენ მოლაპარაკებებს.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. საქართველოს პრემეირ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის პატივსაცემად ჩეხეთის მთავრობის თავმჯდომარის ბოჰუსლავ სობოტკას სახელით ოფიციალური სადილი გაიმართება.
დაგეგმილია საქართველოს დელეგაციის შეხვედრა ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზენდენტ მილოშ ზემანთან, პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავჯდომარე იან ჰამაჩეკთან, სენატის თავმჯდომარე მილან შტეხთან. ჩეხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრი იან მლადეკი კი ქართულ მხარეს სამუშაო სადილზე უმასპინძლებს.
ჩეხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდება ქართველ სტუდენტებს.
საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ვიცე-პრემიერი ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე, ჩეხეთის რესპუბლიკას 23 თებერვალს დატოვებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.