საგამოძიებო სამსახურმა, მოტყუებით, სახელმწიფოს ბიუჯეტის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
22-02-2016, 00:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მოტყუებით, სახელმწიფოს ბიუჯეტის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ბრალდებით თენგიზ მახარაშვილი დააკავა.


საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ თენგიზ მახარაშვილმა, სხვადასხვა პირის სახელზე დაარეგისტრირა რვა საწარმო, რომლის სახელითაც, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში განახორციელა 3 824 192 ლარის ღირებულების სხვადასხვა სახის ხილისა და ბოსტენულის იმპორტი, გადასახადებისაგან თავის არიდების მიზნით კი დღგ-ს დეკლარაციებში მიუთითა ყალბი მონაცემები და თავი აარიდა დამატებითი ღირებულების გადასახადის გადახდას. აღნიშნული ქმედებით ბრალდებულმა სახელმწიფო ბიუჯეტს 128 810 ლარი დააკლო. თენგიზ მახარაშვილი პასუხისგებაში მიეცა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე, 218-ე და 210-ე მუხლებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი