საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ევროპის სოციალისტური პარტიის პრეზიდენტს, სერგეი სტანიშევს შეხვდა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"სამუშაო საუზმეზე საუბარი სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს შეეხო.
გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ საერთაშორისო თანამშრომლობა მნიშვნელოვანია. მისი შეფასებით, ევროპის სოციალისტური პარტიის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში, მნიშვნელოვანი პოლიტიკური მხარდაჭერაა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ წლის განმავლობაში გაიმართება სამუშაო შეხვედრები, რომლებზეც თანამშრომლობის გრძელვადიანი გეგმა შემუშავდება.
საუბარი საქართველოში განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებსაც შეეხო.
შეხვედრას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დაესწრო" - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.