იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელ სხდომაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის მხრიდან გამოვლენილ შესაძლო დარღვევებზე იმსჯელებს. აღნიშნულ საკითხს საბჭოს სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე შოთა გეწაძე წარადგენს.
"გამოვლინდა შესაძლო დარღვევები, რაც უკავშირდება თბილისის საქალაქო სასამართლოში მენეჯმენტს. აქ საუბარია შესაძლო დარღვევებზე. როგორც ჩანს, საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ გადაწყვეტილია ისეთი საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც შედის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპეტენციაში. დღევანდელ სხდომაზე ვაპირებთ ეს საკითხი შევაფასოთ. საუბარია საბჭოს უფლებამოსილებაზე სასამართლოში ვიწრო სპეციალიზაციების განსაზღვრის თაობაზე. როგორც ჩანს, ეს ვიწრო სპეციალიზაციები განხორციელებულია თავად საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ", - განაცხადა გეწაძემ.
არამოსამართლე წევრის, ვახტანგ თორდიას განცხადებით კი, ასეთი დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ეს შესაძლებელია დისციპლინარულ სამართალდარღვევად ჩაითვალოს.
"სპეციალიზაციას ახორციელებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. დღეს შეფასებას მივცემთ იყო თუ არა ასეთი დარღვევა და ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას. თუ ასეთი რამ მოხდა და მოხდა კანონსაწინააღმდეგოდ, ბუნებრივია, მას ადეკვატური შეფასება მიცემა", - განაცხადა თორდიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.