თანამდებობრივი დანაშაული თავიდან ბოლომდე უნდა იყოს პროკურატურის გამოსაძიებელი, - ამის შესახებ სასჯელაღსრულების მინისტრმა, კახა კახიშვილმა დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნასთან დაკავშირებით კომენტირებისას აღნიშნა.
"ამოცანა არის ის, რომ კონკრეტულად უწყებაში არ მოხდეს ჩაკეტვა იმ გამოძიების, რომელიც უკავშირდება თანამდებობის პირების მხრიდან დანაშაულის ჩადენას. ამ ამოცანის შესასრულებლად არის რამდენიმე გზა და ამიტომ არის ზუსტად მსჯელობა, რომ ერთ-ერთი ისეთი ქმედითი მექანიზმი მივიღოთ, რომლის შედეგადაც მივიღებთ იმ შედეგს, რისთვისაც დღეს ვიკრიბებით", - განაცხადა კახა კახიშვილმა.
მისივე თქმით, თუ უწყებებში მომხდარ დანაშაულს კომისარიატი გამოიძიებს, მაშინ მინისტრი სვამს კითხვას თუ ვინ გამოიძიებს კომისარიატში ჩადენილ დანაშაულს. "მე საერთოდ არ ვარ მომხრე დამატებითი სტრუქტურების შექმნის, იმიტომ რომ ასე ძალიან შორს წავალთ. თუ კომისარიატი გამოიძიებს უწყებაში მომხდარ დანაშაულს, კომისარიატში ჩადენილ დანაშაულს ვინღა გამოიძიებს. მაშინ კომისარიატის კომისარიატი უნდა შევქმნათ და ა.შ. მე ვფიქრობ, რომ უნდა იყოს ქმედითი მექანიზმი პროკურატურის ზედამხედველობით და, ჩემი აზრით, საერთოდ თანამდებობრივი დანაშაული თავიდან ბოლომდე უნდა იყოს პროკურატურის გამოსაძიებელი. ამავდროულად დღევანდელი საპროცესო კოდექსის მიხედვით, ფაქტობრივად ნებისმიერ უწყებაში გამოძიებას ზედამხედველობს პროკურატურა და რომც შეინიშნებოდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები თანამდებობის პირის მიმართ და უწყებაში იყოს, დამიჯერეთ ნებისმიერი პროკურორი ამას დაადგენს და საქმეს წაიღებს გამოსაძიებლად", - განაცხადა კახა კახიშვილმა.
კახა კახიშვილი სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში ფონდი "ღია საზოგადოება – საქართველოს" ორგანიზებით გამართულ კონფერენციას ესწრება, რომელზეც 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული კანონპროექტია წარმოდგენილი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შესახებ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.