“მიმაჩნია, რომ „მრეწველების“ ადგილი არის კოალიცია „ქართულ ოცნებაში“, გოგი თოფაძის ადგილი არ არის არც „მრეწველებში“ და არც კოალიციაში“ - აღნიშნული განცხადება „რესპუბლიკელმა" ლევან ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
„ყველა თავად გადაწყვეტს ვინ გავიდეს კოალიციიდან ან ვინ შემოვიდეს. რაც შეეხება „რესპუბლიკელებს“, ჩვენ არსად წასვლას არ ვაპირებთ, ვრჩებით კოალიციაში. ჩვენი თავდაცვის მინისტრი მუშაობს კარგად ძალიან კარგად. მე როგორც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ერთგული ვარ ევროპასთან ინტეგრაციის იდეის. ვინც არ არის ამ იდეის ერთგული, მისი ადგილი არ არის აქ. ჩვენი ადგილი არის იქ, სადაც ახლა ვართ“ - აღნიშნა ბერძენიშვილმა.
დატოვებს თუ არა ესა თუ ის პოლიტიკური ძალა კოალიციას, პოლიტსაბჭოს სხდომაზე გახდება ცნობილი. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, გია ვოლსკის განცხადებით, პოლიტსაბჭოს სხდომა, აღნიშნული თემებიდან გამომდინარე საკმაოდ ცხელი და ხმაურიანი იქნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.