The Financial Times-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის მსხვილი კომპანიების ნახევარი ქვეყნის ევროკავშირში დარჩენის მომხრეა.
გამოცემის მიხედვით, 100 ყველაზე მსხვილი კომპანიის ლიდერი დიდი ბრიტანეთის ბლოკიდან გასვლას ეწინააღმდეგება, ისინი 23 თებერვალს ერთობლივი წერილის გავრცელებას აპირებენ, რომელშიც აღნიშნავენ, რომ დიდი ბრიტანეთი "უფრო ძლიერი, დაცული და აყვავებული" რეფორმირებულ ევროკავშირში იქნება. აღნიშნულ კომპანიებს შორის არის ნავთობკომპანიები Shell-ი, BP-ი და Vodafone-ი.
BBC-ის ანალიტიკურ სტატიაში კი ნათქვამია, რომ ევროკავშირიდან გასვლას მხარს უჭერს ლონდონის მერი, ბორის ჯონსონი. ჯონსონი აცხადებს, რომ დაიწყებს კამპანიას, რომელიც ევროკავშირის დატოვებისკენ იქნება მიმართული. ლონდონის მერი, რომელიც ასევე კონსერვატორი პარლამენტარია აღნიშნავს, რომ რეფერენდუმი არის სიცოცხლის განმავლობაში ერთადერთი შანსი, მასში მონაწილე ამომრჩეველმა თავისი ნება დააფიქსიროს. ჯონსონს მიაჩნია, რომ ევროკავშირში დარჩენა დემოკრატიის ეროზიას გამოიწვევს. მერის ეს პოზიცია მნიშვნელოვან დარტყმას მიაყენებს დევიდ ქამერონის პოზიციას, რომელიც ევროკავშირში დარჩენის მომხრეა.
დევიდ ქამერონი პარლამენტს დღეს ადგილობრივი დროით 15:30 საათზე მიმართავს. იგი ირწმუნება, რომ ევროკავშირმა დიდ ბრიტანეთს "სპეციალური სტატუსი" მიანიჭა.
დიდ ბრიტანეთში რეფერენდუმი ევროკავშირიდან გასვლის შესახებ 23 ივნისს ჩატარდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.