ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახი კალაძე 29 თებერვალს აზერბაიჯანს ეწვევა. კალაძის განაცხადებით, ის კომპანია "სოკარის" წარმომადგენლებთან და ასევე კონსორციუმის ხელმძღვანელობასთან შეხვედრებს გამართავს.
"აქტიურად ვმუშაობ იმასთან დაკავშირებით, რომ მოვახერხოთ და შესაძლებელი იყოს შაჰდენიზის მილსადენიდან დამატებითი მოცულობების წამოღება. ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილები და ვფიქრობთ, ალბათ გარკვეულ შეთანხმებას მივაღწევთ და ამის შემდეგ გვექნება სურათი, თუ როგორ დავასრულებთ მოლაპარაკებებს "გაზპრომთანაც"," - განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება ვენაში რამდენიმე დღის წინათ გამართულ შეხვედრას "გაზპრომის" ხელმძღვანელობასთან, კალაძის თქმით, კონკრეტულად არავითარი შეთანხმება არ ყოფილა მიღწეული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.