საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ადრე თუ გვიან, კოალიცია აუცილებლად დაიშლება, თუმცა, უახლოეს მომავალში მსგავსი ტიპის საშიშროება არ არსებობს.
"ადრე თუ გვიან, ალბათ კოალიცია აუცილებლად დაიშლება. ამაში ტრაგედია არაფერია. პოლიტიკა არის დინამიკური პროცესი და შესაძლებელია, ერთ დღეს ეს ასეც მოხდეს, თუმცა უახლოეს მომავალში ამას ვერ ვხედავ და ვფიქრობ, კოალიცია არჩევნებზე წარსდგება ისევ იმ შემადგენლობით, რა შემადგენლობითაც დღეს არის, თუმცა არჩევნებამდე ძალიან ბევრი დროა და მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ", - განაცხადა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.