იუსტიციის საბჭო მამუკა ახვლედიანს კითხვებზე პასუხის გასაცემად დროს 17:00 საათამდე აძლევს
22-02-2016, 03:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს, მამუკა ახვლედიანს იუსტიციის საბჭო 5 კითხვით მიმართავს და კითხვებზე პასუხის გასაცემად დროს 17:00 საათამდე აძლევს. აღნიშნული კითხვები საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ევა გოცირიძემ წარადგინა.

 

 

რეალურად მოხდა თუ არა მამუკა ახვლედიანის მხრიდან საბჭოსგან დამოუკიდებლად საქმეების გადანაწილებებთან დაკავშირებით ბრძანების გაცემა. ადასტურებს თუ არა ამ დარღვევას და უნდა ეცნობებინა თუ არა ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის. აღნიშნული კითხვები მამუკა ახვლედიანს წერილობით გადაეგზავნება. საბჭო, მამუკა ახვლედიანის თანამდებობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ პასუხების როგორც მიღების ასევე გაუცემლობის შემთხვევაში მიღებს. აღნიშნული გადაწყვეტილებისთვის საბჭოს წევრთა ხმების უმრავლესობაა საჭირო.

 

 

საბჭოს კიდევ ერთი პრეტენზიაა საქმეთა განაწილების შესახებ. კერძოდ, საბჭოს წევრები მიიჩნევენ, რომ მამუკა ახვლედიანი საქმეების განაწილებას ახორციელებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებლად საკუთარი ბრძანების საფუძველზე და ეს დარღვევაა, რადგან ამაზე გადაწყვეტილებას იღებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ხოლო კიდევ ერთი პრეტენზია, რომელიც შოთა გეწაძემ წარადგინა ეხება სასამართლოში სპეციალიზაციას. როგორც გეწაძემ განაცხადა, სპეციალიზაციების განსაზღვრასაც მამუკა ახვლედიანი ახორციელებს თვითნებურად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გვერდის ავლით.

 

 

საბჭოს წევრები აცხადებენ, რომ მამუკა ახვლედიანი არაჯეროვნად ასრულებს უფლებამოსილებას. კერძოდ, ახვლედიანმა 2015 წელს 64-ჯერ გადასცა თავმჯდომარის მოვალეობის შესრულების უფლება მის მოადგილეებს. ამ მიზეზების გამო დღევანდელ სხდომაზე შოთა გეწაძემ ახვლედიანის უფლებამოსილების შეწყვეტა მოითხოვა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი