სამართალდამცველებმა ყვარლის გამგებელი, რამდენიმე რწმუნებული და პოლიტსაბჭოს წევრები დააკავეს
25-04-2014, 11:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

დღეს დილით, სამუშაო კაბინეტში დააკავეს ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ქევხიშვილი და მასთან ერთად რამდენიმე სოფლის რწმუნებული.

 


რადიო "ჰერეთის" ინფორმაციით, დავით ქევხიშვილთან ერთად დაკავებული არიან: სოფელ შილდის რწმუნებული ლევან ხუციშვილი და სოფელ ახალსოფლის რწმუნებული მამუკა შაროვი. ასევე "ქართული ოცნების" ყვარლის რაიონული ორგანიზაციის პოლიტსაბჭოს წევრები: ნუკრი მესაბლიშვილი და ვახტანგ პაპოვი.

 


როგორც რადიო "ჰერეთს" ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის უფროსმა ნინო ხუციშვილმა განუცხადა, სულ დაკავებულია 15–მდე პირი.

 

 

ნინო ხუციშვილისთვი უფნობია ოფიციალური მიზეზი, რის გამო არიან დაკავებულები საჯარო მოხელეები, თუმცა ამბობს, რომ "დაკავების რეალური მიზეზი დავით ქევხიშვილის თანადებობიდან გადაყენებაა და ამას ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრები აკეთებენ".

 

 

"ამ ყველაფრის უკან, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზედელაშვილი დგას, რომელმაც ყვარელში თავისი ინტერესები ვერ დაიკმაყოფილა. მისი სურვილია დავით ქევხიშვილი ჩამოაცილოს ქართულ ოცნებას და რაიონი მართონ ნაციონალებმა", – განაცხადა ნინო ხუციშვილმა.

 

 

 

 

http://www.heretifm.com/?2%2F18444%2Fdaakaves-khvarlis-gamgebeli-ramdeni-rtsmunebuli-da 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი