"მინდა მივმართო საქართველოში მყოფ ძმებს, იჩქარეთ და გადმოსახლდით სახალიფოს მიწებზე" - "ისლამური სახელმწიფო" ქართველი მებრძოლების ვიდეომასალას ავრცელებს
22-02-2016, 04:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ისლამური სახელმწიფო" ვიდეომასალას ავრცელებს, სადაც ქართველი მებრძოლები ყვებიან, თუ როგორ ჩავიდნენ სირიაში საბრძოლველად. შესაბამისი ვიდეო ISIS -ის მედიაცენტრ "ფურატის" მიერაა მომზადებული და იგი ინტერნეტით ვრცელდება.


"ღმერთო ჩემო! მე ვიჩქარე შენსკენ, რომ იყო ჩემით კმაყოფილი", ასე იწყება ვიდეო მიმართვა, რომელიც სირიაში მებრძოლი ქართველები ნაამბობით გრძელდება.


"მე მინდა ვისაუბრო ჩემს ძმებზე, რომლებიც საქართველოდან ხალიფატის მიწაზე ჩავიდნენ და დედამიწაზე შარიათის კანონების დაწესებისთვის იბრძოდნენ და დაიღუპნენ. ჩვენს ძმას ანასს ბავშვობიდან ვიცნობდი. როდესაც სირიიდან საქართველოში ჩავედი, გავიგე, რომ ის ალაჰის გზას გაუდგა და წავიდა სახალიფოში. არ გასულა დიდი დრო და მეც წავედი სახალიფოს მიწაზე და შევხვდი მას. მაშინ დეირ ალ-ზორზე თავდასხმის ოპერაცია იგეგმებოდა, და ძმები საქართველოდან იქ წაიყვანეს", - ამბობს ერთ-ერთი ქართველი მებრძოლი.


მისივე თქმით, როდესაც თავდასხმაზე ბრძანება გაიცა, ქართველები იყვნენ ერთ-ერთი პირველები, ვინც წინა ხაზზე იბრძოდნენ. კიდევ ერთი ქართველი აჭარელ მებრძოლ აბუ მარიამზე საუბრობს: "ჩვენი ძმა აბუ მარიამი 4 წლის წინ აჭარაში გავიცანი. ჩვენ მაშინ ჭეშმარიტებას ვეძებდით. მალე ის ეგვიპტეში სასწავლებლად წავიდა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი დაიწყო ალაჰის კანონებით ცხოვრება. იმ პერიოდში აჭარაში ჩვენი პატარა ჯამაათი გვქონდა, ამ ჯამაათის ამირი და მასწავლებელი იყო აბუ მარიამი. სახალიფოს გამოცხადების შემდეგ, ჩვენ ხალიფა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ერთგულების ფიცი დავდეთ. ქართული სპეცსასმსახურების მხირდან დევნის მიუხედავად, აბუ მარიამი სრულიად ასრულებდა თავის ვალდებულებას. ყოველ პარასკევს მეჩეთში ჯუმა-ნამაზს ვასრულებდით და ის ჩვენი იმამი იყო".


ვიდეომასალაში საუბარია კიდევ ერთ ქართველ მებრძოლ აბდულ ვაჰაბზე, რომელიც სირიაში დაიღუპა. "როდესაც მე პირველად სირიაში ჩავედი, დავიჭერი, თურქეთში გამგზავნეს სამკურნალოდ. იქიდან საქართვლოში დეპორტით გამიშვეს. იმ დროისთვის აბდულ ვაჰაბი პანკისში იყო. ის მოვიდა ჩემთან, მკითხა, როგორ წასულიყო სირიაში. მე მას ვუთხარი, რომ ღმერთის წყალობით ჩვენ ერთად წავიდოდით იქ. ეს ასეც მოხდა. ჩვენ ერთად ჩავედით სირიაში და სამხედრო მომზადება გავიარეთ. მომზადების შემდეგ ჩვენ ერთად გაგვგზავნეს ერთ-ერთ ოპერაციაში", - ამბობს ქართველი მებრძოლი.


ვიდეოს ბოლოს ერთ-ერთი მებრძოლი ამბობს, რომ ის მადლობას უხდის იმ ქართველ მშობლებს, რომლებმაც "ღირსეული მამაკაცები გაზარდეს". "ასევე მინდა მივმართო საქართველოში მყოფ ძმებს, იჩქარეთ და გადმოსახლდით სახალიფოს მიწებზე, სანამ ღმერთმა სახალიფოს კარები არ ჩაკეტა", - ამბობს ის. ვიდეო გადაფარულია სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში ქართველი მებრძოლების კადრებითა და ფოტოებით.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი