საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მალტის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯორჯ ველას შეხვდა. მხარეებმა ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა მალტის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტისა და მისი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. მანვე კმაყოფილება გამოთქვა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესებში მალტის რესპუბლიკის მხარდაჭერის გამო. გამოითქვა იმედი, რომ სულ მალე საქართველო ხელს მოაწერს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელშეკრულებას.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო სიამოვნებით უმასპინძლებს მალტელ მეწარმეებსა და ინვესტორებს ქართული საინვესტიციო გარემოს გასაცნობად.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მალტა ერთ - ერთ წამყვან ქვეყანას წარმოადგენს საზღვაო გადაზიდვების მაჩვენებლით და ამ მხრივ მისი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.
შეხვედრას მალტის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პიერ კლაივ აგიუსი, მალტის საგარეო საქმეთა მინისტრის თანაშემწე ჯოსეფ ზაჰრა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში, სან-მარინოსა და მალტის რესპუბლიკაში კახა სიხარულიძე დაესწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.