ნინო გვენეტაძე მამუკა ახვლედიანის გათავისუფლებას "სწორ გადაწყვეტილებად" აფასებს
22-02-2016, 05:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეს არ ყოფილა რევანში, ეს იყო წესის დარღვევის დაფიქსირება და შესაბამისი რეაგირება, - ასე შეაფასა უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან მამუკა ახვლედიანის გათავისუფლება.


"გათავისუფლების საფუძველია საქმის წარმოების პრობლემები, ანუ სასამართლოში შესულ საქმეთა განაწილების პრობლემები, რომელიც დაფიქსირდა ახვლედიანის გაცემული ბრძანების შესაბამისად. ეს მის განცხადებებთან კავშირში არ არის. მოწმეთა დაკითხვის ახალ წესთან დაკავშირებით, გარდაუვალი გახდა ბრძანების სახით, ყველა ნორმატიული აქტის გადახედვა, რომელიც სასამართლოში იყო შემოღებული. ამ ბრძანებების შესწავლის დროს გამოიკვეთა მთელი რიგი დარღვევები საქმეთა განაწილების წესთან დაკავშირებით", - განაცხადა გვენეტაძემ და დაამატა, რომ საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ახვლედიანი შეგნებულად თავს არიდებს საბჭოზე გამოცხადებას და პასუხების გაცემას იმ შეკითხვებზე, რომელიც არსებობდა.


"აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება მიღებულია საბჭოს მხრიდან, ხმათა უმრავლესობით. საბჭომ ჩათვალა, რომ იმოქმედა პროცედურების დაცვით და მიიღო სწორი გადაწყვეტილება", - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.


მამუკა ახვლედიანის გათავისუფლების შემდეგ, საბჭოს გადაწვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას გიორგი ებანოიძე, ხოლო სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის მოვალეობას ეკა არეშიძე შეასრულებს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი