"ქართული ოცნება" კი არა, "რესპუბლიკური ოცნება" იქნება, რომელიც საპარლამენტო არჩევნებს წააგებს"!
22-02-2016, 06:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"რესპუბლიკელები" ისე გათავხედდნენ, რომ პარტნიორი პარტიის წევრებს ურჩევენ, რომ მათ უარი თქვან საკუთარი პარტიის თავმჯდომარეზე! დიახ, რესპუბლიკური პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა, ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა:"მრეწველების" ადგილი არის "ქართულ ოცნებაში", გოგი თოფაძის ადგილი, არ არის არც "მრეწველებში" და არც კოალიციაში – ო"!

 

 

მოკლედ, გოგი თოფაძეს, რომელიც, აი უკვე 18 წელია, რაც პარტია "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" დაფუძნებელი და მისი უცვლელი თავმჯდომარეა, ყოველგვარი მორიდების გარეშე, კოალიციაში მყოფი "პარტნიორი" პარტიის წევრის მოთხოვნით, – "არათუ თანამდებობის დაკარგვა, არამედ პარტიიდან გაძევებაც ემუქრება"?! არ მიმაჩნია, რომ "მრეწველთა" პარტიაში ისეთი ადამიანები იყვნენ, რომლებიც ამას მოიმოქმედებენ, პირიქით კი მგონია, რომ ისინი თოფაძის გარშემო დაირაზმებიან და თავგასულ "პარტნიორებს" და მათ ნარცის ლიდერებს საკადრის პასუხს გასცემენ!

 

 

აი, ამ დაპირისპირებაში, რომელშიც ბერძენიშვილ–ხიდაშელები ეშმაკურად ცდილობენ გ.თოფაძის "ბუად ქცევას", თუ როგორ განსჯიან, რა პოზიციას დაიკავებენ კოალიციის სხვა წევრი პარტიები, უწინარესად კი, პარტია "ქართული ოცნება" და მისი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, დიდად არის დამოკიდებული მმართველი პოლიტიკური ძალის აწმყო და მომავალი, ანუ საპარლამენტო არჩევნებში მისი გამარჯვება–არგამარჯვება! ვფიქრობ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილი "ურჩევს" თოფაძეს "ბიზნესში დაბრუნებას" და ამით "დააკმაყოფილებს" (მერამდენედ!) "რესპუბლიკელების" ამბიციებს, მაშინ გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ ეს უკვე, კოალიცია "ქართული ოცნება" კი არა, "რესპუბლიკური ოცნება" იქნება, რომელიც შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნებს წააგებს, რადგანაც საქართველოში "რესპუბლიკელებს" არასდროს არც ერთი არჩევნები არ მოუგიათ!!!

 

 

ჯუმბერ კირვალიძე

 

  პოლიტოლოგი

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი