ჩეხეთის რესპუბლიკაში მთავრობის მეთაურების პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები დელეგაციებს შორის გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორმხრივი ვაჭრობის სფეროში არსებულ პერსპექტივებზე. განხილული იყო კონკრეტული საინვესტიციო პროექტები.
აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის დიდია ინტერესი ვაჭრობის განვითარების მიმართულებით. ასევე საუბარი წარიმართა ჩეხური ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებზე საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში. შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფარგლებში წარმატებით განხორციელებული რეფორმების მიმართულებით.
შეხვედრას ჩეხეთისა და საქართველოს ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები ესწრებოდნენ"- აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.