პარლამენტი თვითმმართველობებს მიმართავს, მიწის ნაკვეთების ფორსირებული რეგისტრაციისგან თავი შეიკავონ
22-02-2016, 07:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტი თვითმმართველობებს მიმართავს, მიწის ნაკვეთების ფორსირებული რეგისტრაციისგან თავი შეიკავონ. აღნიშნულ თემაზე შესაბამისი განცხადებები დღეს ბიუროს სხდომაზე გაკეთდა.

 

 

დეპუტატმა პავლე კუბლაშვილმა პარლამენტის მიერ იმ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის დაწყება მოითხოვა, რომელიც მიწების დარეგისტრირების საკითხთან დაკავშირებით პარლამენტს "ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა – გირჩმა" შესთავაზა. კუბლაშვილის განცხადებით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, სოფლად, განსაკუთრებული პროცესებია მიწების რეგისტრაციასთან დაკავშირებით და ადგილი აქვს ფაქტებს, როდესაც სახელმწიფომ მამა-პაპისეული მიწები დაირეგისტრირა, რადგან ის მესაკუთრეს საკუთრებაში რეგისტრირებული არ ჰქონდა. კუბლაშვილი იმასაც ამბობს, რომ ადამიანებს მათ ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები თავის დროზე დაურეგისტრირებელი იმის გამო დარჩათ, რომ ამის სამართლებრივი მექანიზმები არ არსებოდა.

 

 

"ძალიან ბევრია სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, რომელიც დარეგისტირებული არ არის. ახლა მიდის ინვენტარიზაცია. სამწუხაროდ, ამ პროცესს თან ახლავს ის, რომ სახელმწიფო თავის საკუთრებად ირეგისტრირებს ისეთ მიწას, რომელიც კონკრეტული პირის რეალურ მფლობელობაშია, მაგრამ ეს საჯარო რეესტრში ასახული არა აქვს. ეს პროცესი შეჩერდა, რაც კარგია, მაგრამ სჯობს, საკითხი კანონის დონეზე დავარეგულიროთ", - განაცხადა კუბლაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

 

 

ამასთან დაკავშირებით განმარტებები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ხმალაძემ გააკეთა, რომლის აზრით, მიწის დარეგისტრირებასთან დაკავშირებული პრობლემების კომპლექსურ გადაწყვეტამდე, არ უნდა მოხდეს მისი რეგისტრირება არც თვითმმართველობების და არც სახელმწიფოს მიერ. ხმალაძის თქმით, ეს უამრავ სასამართლო დავას წარმოშობს და ერთი პრობლემის გადაწყვეტისთვის სხვა ახალი პრობლემა არ უნდა შეიქმნას.

 

 

"მთავრობას აქვს მიწების რეგისტრაციის მოწესრიგების სურვილი. მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა არ დაგვიწყია, რადგან მივიჩნიეთ, რომ მასში არის სერიოზული ხარვეზები. ამიტომ მიმდინარეობს პროექტის გადამუშავება და ის სხვა სახით იქნება წარმოდგენილი. პროექტი იუსტიციის სამინისტროში მომზადდა, მათ შორის არის საპილოტე პროექტიც. მოხდა პრობლემების იდენტიფიცერება. მიწების დარეგისტრირების პრობლემა მარტო ფულის პრობლემას არ უკავშირდება და ამ პრობლემების იდენტიფიცირება მოხდა. ისიც ვიცი, რომ საპილოტე პროექტის განხორციელებისთვის მსოფლიო ბანკს გამოყოფილი აქვს სათანადო დაფინანსება. ამის შესაბამისად არის დაგეგმილი მთელი პროცესის წარმართვა. სრულიად ცხადია, რომ დღესდღეობით, მიწების რეგისტრირება არ უნდა მოხდეს არც თვითმმართველობების და არც სახელმწიფოს მიერ. ეს არის სრულიად ცხადი, რადგან უამრავ სასამართლო დავას წარმოშობს – ადამიანებს აქვთ სხვადასხვა პერიოდში კანონიერად გაცემული მოწმობები. ეს მოწმობები რომ ხარვეზიანია, ეს ცალკე პრობლემაა, თუ რატომ არის ხარვეზიანი და რატომ არის ჩემი და თქვენი მიწის საზღვრები ერთმანეთზე გადაფარული, მაგრამ ამ პრობლემების გამო სხვა ახალი პრობლემა არ უნდა შევქმნათ", - განაცხადა ხმალაძემ.

 

 

ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარემ, ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობისგან მოითხოვა და პრემიერს მიმართა, უკან გაიწვიონ კანონპროექტი, რომელიც მიწის ნაკვეთების რეგისტრაციასთან დაკავშირებით მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა. ჩიქოვანის აზრით, პრინციპები, რასაც მთავრობის პროექტი ეყრდობა, პარლამენტში არ უნდა იხილებოდეს.

 

 

როგორც ბიუროს სხდომის წამყვანმა, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ განაცხადა, მუნიციპალიტეტებს პარლამენტისგან მიემართოს, რომ ვიდრე ამ თემაზე კანონი მიღებული არ არის, თვითნებურად, ფორსირებიულად ნურავითარ სამართლებრივ მოქმედებას ნუ განახორციელებენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი