"საქართველომ დაამტკიცა, რომ საიმედო პარტნიორია", - ეს განცხადება ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის მეთაურმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ბუჰუსლავ სობოტკამ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე და ვიზალიბერალიზაციის პროცესში სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
"საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩეხ კოლეგას მასპინძლობისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.
"ჩვენ დიდად ვაფასებთ სხვადასხვა დონეზე და სხვადასხვა სფეროში გამოცდილების, ცოდნისა და უნარების გაზიარებასაც. მეორე მხრივ, ჩვენ კიდევ მეტის გაკეთება შეგვიძლია, რათა გავაღრმავოთ და უფრო ხელშესახებ შედეგებზე ორიენტირებულად ვაქციოთ ჩვენი ურთიერთობები", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებში დიდი პოტენციალია, რომელიც სრულად უნდა იყოს გამოყენებული. ქართული მხარე ძალ-ღონეს არ დაიშურებს, რათა გაიზარდოს სავაჭრო ბრუნვა, გაღრმავდეს ეკონომიკური კავშირები და ხელი შეეწყოს ბიზნესებს შორის თანამშრომლობას.
"ჩვენ დიდად ვაფასებთ ჩეხეთის მხრიდან საქართველოს ევროპული არჩევნის მხარდაჭერას. აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმატება არის ჩვენი საერთო პრიორიტეტი და ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა ურთიერთობების განმტკიცება.
ჩვენი პარტნიორების, მათ შორის ჩეხეთის რესპუბლიკის, მტკიცე მხარდაჭერითა და დახმარებით, საქართველომ მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის გზაზე: ჩვენ წარმატებით ვაგრძელებთ ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებას, ასევე წარმატებით შევასრულეთ ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, რაც დაადასტურა კიდეც კომისიამ თავის საბოლო ანგარიშში და მოუთმენლად ველით უახლოეს მომავალში ჩვენი მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას, როგორც საქართველოს ერთგულებისა და რეფორმების გზაზე დაუღალავი შრომის დამსახურებულ აღიარებას", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ჩეხეთის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ურყევ მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა აქვს" - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.