27-28 იანვარს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, ოფიციალურ ვიზიტად ისრაელის სახელმწიფოს ეწვევა.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში შევლენ: საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია.
საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ისრაელის მთავრობათაშორისი ერთობლივი ეკონომიკური კომისიის დამფუძნებელ მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიალში.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდება ისრაელის პრეზიდენტს შიმონ პერესს, პრემიერ მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს, საგარეო საქმეთა მინისტრს ავიგდორ ლიბერმანს.
ოფიციალური შეხვედრების დაწყებამდე, ირაკლი ღარიბაშვილი დაათვალიერებს ჰოლოკოსტის მუზეუმს და ყვავილების გვირგვინით შეამკობს იერუსალიმის მთაზე მდებარე ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალს - "იად ვაშემი." ასევე პრემიერ-მინისტრი ისრაელის ეროვნულ ფონდს ესტუმრება და ხის დარგვის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.
http://government.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=380&info_id=40268
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.